ლევან ალაფიშვილი საპენსიო რეფორმას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. როგორც იურისტი bm.ge -თან საუბარში აცხადებს, სარჩელი უკვე მზადდება და მისი დეტალები უახლოეს მომავალში გაცხადდება.
“ორიოდე დღეში აშშ-ში სააპელაციო სასამართლო იხილავს პრაქტიკულად იგივე შინაარსის სარჩელს, რასაც ჩვენი საპენსიო რეფორმა გულისხმობს. ე. წ “ობამა ქეარ” ალბათ გახსოვთ, ტეხასის სასამართლომ ანტიკონსტირუციურად ცნო ზუსტად ანალოგიური სისტემა. მოქალააქეებს ამერიკაში ჰქონდათ ე.წ მინიმალური პაკეტის შეძენის ვალდებულება, ანუ ფულის გადახდის ვალდებულება ხოლო, თუ ამ ვალდეულებას არ შეასრულებდნენ, ექვემდებოარებოდნენ დაახლოებით $700 ჯარიმას.
ამერიკის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ თუკი კანონით დაკისრებულ გადასახდელს თან ახლავს სახელმწიფოს მიერი იძულება, სანქცია-ჯარიმის სახით და ეს ჯარიმა მიდის ბიუჯეტში, გადასახდელი იძენს გადასახადის ყველა ნიშანს და იგი არსებითად წარმოადგენს გადასახადს”-აცხადებს ალაფიშვილი “

























