"საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით ჩვენს კითხვებზე ჯერჯერობით ამომწურავი პასუხები არ მიგვიღია”, - განაცხადა გადაცემაში, "საქმის კურსი" პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ. მისი თქმით, მათი ძირითადი შენიშვნები საპენსიო ფონდის საინვესტიციო პოლიტიკას უკავშირდება.
"მხარდაჭერის გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ, თუ ვერ მივიღებთ ისეთ პასუხს, რომლითაც აბსოლუტურად გამართულად შეგვეძლება ვურჩიოთ ჩვენს საზოგადოებას ამ პროექტში მონაწილეობა. ჩვენი რჩევა უნდა ეფუძნებოდეს ჩვენს რწმენას, თუ როგორ რჩევას ვაძლევთ ჩვენს საზოგადოებას" - განაცხადა კაკულიამ.