მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით მარტიდან ღია განხილვები დაიწყება"

58ad6ae01857f
BM.GE
22.02.17 14:40
1357
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით საპენსიო რეფორმაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და ამასთან დაკავშირებით ღია განხილვები მარტში დაიწყება.

"საპენსიო რეფორმის მიმართულებით ვაპირებთ, რომ უახლოეს პერიოდში, რაც მთავარია დასრულდეს კანონის დრაფტინგი, რომელშიც ჩართულია მსოფლიო ბანკი ADB და სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები. მარტიდან ჩვენ ვიწყებთ ღია განხილვებს, პირველ რიგში ბიზნესწრეებთან და ბიზნესასოციაციებთან და შემოდგომაზე კანონს შევიტანთ პარლამენტში. მისი იმპლემენტაციის პერიოდზე დღეს მსჯელობა მიმდინარეობს, როგორც მთავრობაში, ისე საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება 2018 წელი, შუა თუ წლის ბოლო ჯერ არ ვიცით, ვნახოთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები