ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის შენიშვნებს საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით არ იცნობს.
"სამწუხაროდ, ვერ მოვასწარი შენიშვნების გაცნობა. გუშინ აზერბაიჯანში ვიყავით ოფიციალური ვიზიტით. დღეს მექნება საშუალება შენიშვნების გაცნობის და შესაბამისად, ამის შემდეგ გავაკეთბთ კომენტარს.
სასესიო სხდომაზე კანონი გავა და დიდი იმედი მაქვს, რომ ჯანდაცვის კომიტეტი, რომელიც არის წამყვანი კომიტეტი, მხარს დაუჭერს საპენსიო რეფორმას. ბოლო განხილვებისას კერძო სექტორთან და ჩვენი ქვეყნის სამეცნიერო ნაწილთან ერთად მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელეთ. საბოლოო ჯამში, მივიღებთ ძალიან კარგ კანონს, რომელიც იქნება ძალიან კარგი ჩვენი ქვეყნისთვის",-განაცხადა ქუმსიშვილმა.
შეგახსნებთ, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა გუშინ დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.

























