მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საპენსიო რეფორმის შედეგად ეკონომიკური ზრდა სადღაც 3-4%-ით დაჩქარდება"

5cebebd088689
ელენე გოგბერაშვილი
27.05.19 17:38
4897
„საპენსიო რეფორმის შედეგად ეკონომიკური ზრდა სადღაც 3-4%-ით დაჩქარდება“-ამის შესახებ სახელმწიფო საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლევან სურგულაძემ პარლამენტში, სტუდენტებთან შეხვედრის დროს განაცხადა, სადაც რეფორმის მოკლე და გრძელვადიან სიკეთეებზე ისაუბრა.

სურგულაძე აცხადებს, რომ მათი გათვლებით, რეფორმის შედეგად კაპიტალის ბაზრის განვითარება გააჩენს შესაძლებლობას ქვეყნის ეკონომიკური ზრდა დაჩქარდეს და ეს ზრდა უახლოეს 3-4 წელიწადში 3-4%-ის ფარგლებში იქნება.

„ჩვენ დაახლოებით 2 წელიწადში ველოდებით საპენსიო ფონდში მილიარდ ნახევარ ლარზე მეტს კონსერვატიული შეფასებით. 5-6 წელიწადში სადღაც 5 მილიარდამდე უნდა ავიდეს და დაგროვება უნდა გაგრძელდეს. ეს იქნება საინვესტიციო კაპიტალი, რომელიც გაჩნდება და ალტერნატიული გზებით ამ ფულის მომწოდებელი და მომხმარებელი დაუავშირდება ერთმანეთს მრავალი არხებით და საბაზრო პრინციპენზე დაყრდნობით, ვიდრე ამას აკეთებს კომერციული ბანკი, რომელიც დღეს არის ექსკლუზივი კავშირი კაპიტალის მომწოდებელსა და მომხარებელს შორის.

საერთაშორისო გამოციდლებაზე დაყრდნობით თუ ვიმსჯელებთ, აი ამ საინვესტიციო კაპიტალის არსებობამ და იმ მექანიზმმა, რომელსაც ამის არსებობა განავითარებს, რასაც ჰქვია კაპიტალია ბაზარი, საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტები, გამოჩნდება ბაზარზე. ეს განაპირობებს იმას, რომ ეკონომიკური ზრდა, ჩვენი შეფასებით, სადღაც 3-4%-ით დაჩქარდება.

ამ სიკეთეებს ჩვენ უახლოეს წლებში დავინახავთ, 3-4 წელიწადში უნდა გამოჩნდეს უკვე აი ეს სიკეთეები და შემდგომ გაგრძელდეს. ეს სიკეთე შეეხება ყველას, განურჩევლად იმისა, მონაწილეობს საპენსიოპ სქემაში თუ არ მონაწილეობს“-განაცხადა ლევან სურგულაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები