მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საპენსიო სააგენტო ივლისში ამოქმედდება"

5b3ca2869897e
ელენე გოგბერაშვილი
04.07.18 14:32
1665

""საპენსიო სააგენტო“ ივლისში ამოქმედდება", - ამის შესახებ BM.GE-ს ფინანსთა მინისტრმა, ნიკოლოზ გაგუამ განუცხადა.

გასულ კვირას პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა დაგროვებით საპენსიო რეფორმის პროექტს. ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, კანონპროექტზე პარლამენტი მიმდინარე კვირაში უკვე მეორე მოსმენით იმსჯელებს.

„მე როგორც ვიცი, ამ კვირაში მეორე მოსმენაა დაგეგმილი. საპენსიო სააგენტო ივლისში უნდა შეიქმნას, ეს არის სავალუტო ფონდთან შეთანხმებული პირობა. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ივლისში მოხდება საპენსიო სააგნტოს ამოქმედდება, რომელიც უკვე მთავრობიდან გადაიბარებს იმ პროცესებს, რაც აღნიშნული სისტემის განვითარებისთვის არის საჭირო“-განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები