პირისპირ კომუნიკაცია, დისკუსიის რეჟიმი და პასუხები ყველა შეკითხვაზე - ამ მიზნით საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძე დღეს კომპანია "თელასის" თანამშრომლებს შეხვდა.
სააგენტოს ცნობით, ლევან სურგულაძემ თითოეულ დასაქმებულს აუხსნა, როგორია საერთაშორისო პრაქტიკა დაგროვებითი პენსიის მიმართულებით და განმარტა, რომ ყველა განვითარებულ ქვეყანაში თითოეული მოქალაქე თავად ზრუნავს საპენსიო ასაკში საკუთარ კეთილდღეობაზე.
"თელასის" თანამშრომლების შეკითხვები ძირითადად საპენსიო ასაკში დაგროვილ თანხებს და მათი გატანის წესებს შეეხო.

























