მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საპენსიო სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს - "ინტერნეტსივრცეში ყალბი ვებგვერდი შეიქმნა"

5d1c8e7cc9aee
თელარა გელანტია
03.07.19 15:09
1149
საპენსიო სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს.

როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი,  ინტერნეტსივრცეში საპენსიო სააგენტოს მსგავსი ყალბი ვებგვერდი შეიქმნა, რომელიც დიზაინით სააგენტოს ოფიციალურ საიტს ჰგავს.

„გვერდის იდენტიფიცირებისთანავე მივმართეთ ძალოვან სტრუქტურებს წერილობით და ასევე ყველა მომხმარბელს ინბოქსში და გვერდზე მივწერეთ ინსტრუქცია, ასევე მივუთითეთ ჩვენი გვერდის მისამართი და გავაფრთხილეთ რომ ეს თაღლითური სქემაა. საპენსიო სააგენტოს ყველა მომხმარბელს აფრთხილებს, რომ მხოლოდ pensions.ge-ით ისარგებლოს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ იცოდეს, საპენსიო სააგენტოს გვერდიდან რეგისტაციისათვის ან პერსონალურ გვერდზე შესასვლელად არ არის საჭირო ბარათის და ანგარიშის ნომერი. სააგენტოს გვერდზე მომხმარებელს მხოლოდ პირადი ნომერი და პერსონალური კოდი შეყავს", – აცხადებს საპენსიო სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი მაგდა კოტრიკაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები