საპენსიო სააგენტოს მონაცემებით, ამ დროისთვის საპენსიო სქემაში 761,454 დასაქმებულია ჩართული.
მისივე ინფორმაციით, ფონდში აკუმულირებულია 200 მილიონი ლარი და დანაზოგს უკვე დაერიცხა სარგებელი 1 მილიონი ლარის ოდენობით.
სააგენტოში აცხადებენ, რომ საპენსიო სქემიდან, ჯერჯერობით, მოქალაქეთა მხოლოდ 2% გავიდა.
სქემაში ჩართულია 50 000-ზე მეტი კომპანია.
"მოქალაქეთა მომართვიანობა მაღალია და ისინი ძირითადად საპენსიო სააგენტოს კონსულტაციისათვის მომართავენ. ადგილზე მოსული დასაქმებულების უმეტესი ნაწილი აზრს იცვლის, სქემაში დაბრუნების მსურვიელი საკმაოდ ბევრია. კანონი გვაძლევს უფლებას მსურველები ხელმეორედ გავაწევრიანოთ, იმისათვის რომ მოქალაქეებს სრულფასოვანი დანაზოგის გაკეთების შანსი მიეცეთ. საპენსიო სქემაში ხელმეორედ გასაწევრიანებლად მოქალაქეებმა უნდა მიმართონ საპენსიო სააგენტოს და სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალებს", - აცხადებენ საპენსიო სააგენტოში.

























