საპენსიო სააგენტო საინფორმაციო და სარეკლამო მომსახურებაში 2019 წელს 913 938 ლარის დახარჯვას გეგმავს. როგორც on.ge-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალაშია აღნიშნული, შესყიდვების სააგენტოსგან ის ამ მომსახურების ტენდერის გარეშე, პირდაპირი წესით შესყიდვის ნებართვას ელოდება.
საპენსიო სააგენტოში აღნიშნავენ, რომ "არ იყო მოსალოდნელი საინფორმაციო/სარეკლამო საქმიანობის ინტენსიურად განხორციელების აუცილებლობა".
"ასეთი აუცილებლობა გამოწვეულ იქნა, პირველ რიგში, გარკვეული ჯგუფების მიერ ნეგატიური ინფორმაციის გავრცელებით და მეორე მხრივ, დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი კონსტიტუციური სარჩელით", - აღნიშნავს საპენსიო სააგენტო შესყიდვების სააგენტოსთვის მიწოდებულ ინფორმაციაში.
დაგეგმილი კამპანია:
პირველი ეტაპი — 343 938 ლარი
რგოლის განთავსება ტელევიზიაში (რეგიონული ტვ + 2-3 არხი) — 3 კვირა;
რადიო განთავსება — 2-3 კვირა;
SMS — 1 000 000;
ვებ-პორტალების მომსახურება — 12 თვე;
ბუკლეტების დაბეჭდვა/გავრცელება — 2 თვე;
ვიდეო გადაღება/მონტაჟი — 3 თვის მანძილზე;
ვიდეო რგოლის განთავსება კინოთეატრებში — 2 თვე;
მედიატური;
ახალი დომეინი;
ვიზუალური ბრენდინგი (ლოგო, ლოგობუქი);
ინტერნეტ კამპანია (მ.შ. ფეისბუკის მომსახურება (რეკლამის ხარჯი);
გრაფიკული საპრომოციო რგოლი (7-10).
მეორე ეტაპი — 570 ათასი ლარი
ვიდერგოლების სერია — 70;
ინტერნეტ კამპანია (მ.შ ფეისბუკის მომსახურება რეკლამის ხარჯი) — 8 თვე;
რგოლების განთავსება ტელევიზიაში (რეგიონული ტვ + 2-3 არხი) — 6-7 კვირა;
მედიატური;
ქსპერტ-კონსულტანტების მომსახურება — 8 თვე;
რადიო განთავსება — 6-7 კვირა;
მეტროში განთავსება და ბეჭდვა.
დაგროვებითი პენსია
შეგახსენებთ: დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის იანვრიდან ამოქმედდა.
წყარო: ON.ge

























