მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო სააგენტომ "თეგეტა ჰოლდინგის" გამოშვებული ₾2 მილიონის ობლიგაციები შეიძინა

თეგეტა

საქართველოს საპენსიო სააგენტომ "თეგეტა ჰოლდინგის" მიერ გამოშვებულ 10-მილიონიან ობლიგაციებში 2 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა - ამის შესახებ "საპენსიო სააგენტოს" მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ BMG-ის განუცხადა.

"თეგეტა ჰოლდინგმა" 10 მილიონი ლარის ღირებულების 2 წლის ვადიანობის ობლიგაციები 2024 წლის 5 ივლისს განათავსა. ახალი ფასიანი ქაღალდის წლიური განაკვეთი 13.5%-ს შეადგენს.

შედეგად, ეს გახდა რიგით მეხუთე კერძო კორპორაციული ობლიგაცია, რომელშიც საპენსიო სააგენტომ თანხა დააბანდა. შედეგად, საპენსიო სააგენტოს დაბანდებები ქართულ ობლიგაციებში ასე ნაწილდება:

სს "ნიკორა" - 3.5 მილიონი ლარი;
სს "თიბისი ლიზინგი" - 18.7 მილიონი ლარი;
სს "თიბისი ლიზინგი" - 3 მილიონი ლარი;
სს "საქართველოს კაპიტალი" - 5.6 მილიონი დოლარი;
შპს "სელფი მობაილი" - 13 მილიონი ლარი;
შპს "თეგეტა ჰოლდინგი" - 2 მილიონი ლარი.

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები