2024 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობამ 5.3 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო ჯამურმა დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.2 მილიარდ ლარს მიაღწია.
მონაცემებს საპენსიო სააგენტო ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ 2024 ივლისში თითქმის 1 წელი გავიდა 3 პორტფელის გაშვებიდან. ამ პერიოდში აკუმულირებული ამონაგებით, როგორც ნომინალურ ისე რეალურ რიცხვებში დინამიკური პორტფელი ლიდერობს. კერძოდ, 2023 წლის 6 აგვისტოდან 2024 წლის 31 ივლისის ჩათვლით პერიოდში დინამიკური პორტფელის რეალურმა ამონაგებმა 12.6% შეადგინა, იმავე პერიოდში დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების რეალური ამონაგები შესაბამისად 11.6% და 9.7%.
ამასთან, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 539 ათასი ადამიანია. 2024 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 11.858-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 42.3 მლნ ლარი.