მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო სააგენტოს აუდიტს “ფრაის უოთერ ჰაუსკუპერს საქართველო” განახორციელებს

618e570dda6cd
BM.GE
12.11.21 16:00
845
საპენსიო სააგენტოს 2021-2022 წლის ანგარიშგების გარე აუდიტს „ფრაის უოთერ ჰაუსკუპერს საქართველო” (PwC საქართველო) განახორციელებს. დამოუკიდებელი აუდიტორი დღეს საკონკურსო კომისიამ შეარჩია, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე ხელმძღვანელობს.

კონკურსში მონაწილე აუდიტორული ფირმების მიერ წარმოდგენილი ფინანსური წინადადებების გახსნის შემდეგ კომისიამ არჩევანი აღნიშნულ კომპანიაზე შეაჩერა.

კონკურსში მონაწილეობას დიდი ოთხეულიდან სამი აუდიტორული კომპანია იღებდა:„დელოიტი და ტუში“, (Deloitte and Touche LLC), „იუაი“ ("Ernst & Young Global Limited"), “ფრაის უოთერ ჰაუსკუპერს საქართველო” (PwC საქართველო). როგორც ცნობილია „საპენსიო სააგენტოს“ 2019-2020 წლების გარე აუდიტი აუდიტორულმა ფირმა KPMG-მ განახორციელა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები