მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საპენსიო სააგენტოს დირექტორის ვაკანსიაზე განაცხადების მიღების ვადა მესამეჯერ გახანგრძლივდა

საპენსიო სააგენტო

საპენსიო სააგენტოს დირექტორის ვაკანსიაზე განაცხადების მიღების პროცესი მესამეჯერ, ამჯერად 21 თებერვლამდე გადავადდა. ამის შესახებ BM.GE-ის სააგენტოს პრესსამსახურში განუცხადეს.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, შესაბამისად, დირექტორის შერჩევის ვადამ 28 თებერვლამდე გადაიწია.

კითხვაზე - რა გახდა განაცხადების ვადის კიდევ ერთხელ გადავადების საფუძველი, სააგენტოდან სამეთვალყურეო საბჭოში გადაგვამისამართეს.

აღსანიშნავია, რომ სააგენტოს დირექტორის ვაკანსიაზე განაცხადების მიღების პროცესი ჯერ კიდევ 20 იანვარს უნდა დასრულებულიყო, თუმცა განაცხადების მიღება 7 დღით, გამოცხადებული უქმეების გამო გაახანგრძლივეს. შემდეგ კი ვადამ კიდევ ერთხელ, 10 თებერვლამდე გადაიწია.

სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს ოქმის თანახმად, დირექტორის დარიცხული ხელფასი 14 500 ლარი იქნება.

კონკურსის შედეგად შერჩეული პირი კი 2025 წლის 1 მაისიდან, 5 წლის ვადით გახდება საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორი.

მოთხოვნები, რომელსაც კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს, ასეთია:

მინიმალური განათლება: ბაკალავრი ეკონომიკის, ფინანსების ან სამართლის დარგში

სამუშაო გამოცდილება: 10 წელი

ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება: 5 წელი

მომავალ დირექტორს ასევე მოეთხოვება შესაბამისი სამართლებრივი კანონმდებლობის ცოდნა, უცხო ენის С2 დონეზე ფლობა და მენეჯერული უნარები. საპენსიო სააგენტოს 2023 წლის ზაფხულიდან დირექტორი არ ჰყავს. 2024 წლის ივნისში „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში მმართველობითი სტრუქტურის მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა, რომელიც 2025 წლის მაისიდან სრულად ამოქმედდება. ცვლილების ფარგლებში არსებული საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოები გაუქმდება და შეიქმნება ერთიანი მმართველობითი საბჭო. ამასთან, საპენსიო სააგენტოს სახელწოდება მაისიდან შეიცვლება და გახდება საპენსიო ფონდი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები