მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო მანდატი ეზრდება

BM.GE
22.06.23 23:15
194
საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო მანდატი იზრდება. პარლამენტი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებებს განიხილავს, რომელიც საპენსიო სააგენტოსთვის საინვესტიციო ინსტრუმენტებისა და ლიმიტების გაზრდას ითვალისწინებს. ცნობილი ხდება, რომ საქართველოს საპენსიო სააგენტო შესაძლოა ნაწილობრივ საკრედიტო ინსტიტუტად გარდაიქმნას, რადგან მთავრობის მომზადებული კანონპროექტით, საპენსიო სააგენტო მოქალაქეთა დანაზოგების მსხვილ საინვესტიციო პროექტებში თანამონაწილეობას შეძლებს. ახალი კანონპროექტით, თუკი კონკრეტულ პროექტში, მაგალითად ანაკლიის პორტში ინვესტიციას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები განახორციელებენ, საპენსიო ფონდსაც შეეძლება პროექტში თანხა დააბანდოს. როგორც ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტი ნიკოლოზ გაგუა განმარტავს, კანონში ჩადებული იქნება ლიმიტები, რომლის ზემოთაც საპენსიო სააგენტო შეზღუდული იქნება პროექტში ინვესტიცია ჩადოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები