მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს უცხოელი წევრების 3-ჯერ ვიზიტი 54,267 ლარი დაუჯდა

5e922418acf77
თელარა გელანტია
12.04.20 09:30
2860

საქართველოს საპენსიო სააგენტოს ბიუჯეტს საინვესტიციო საბჭოს უცხოელი წევრების საქართველოში 3-ჯერ ვიზიტი 54,267 ლარი დაუჯდა.

აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-იმ საპენსიო სააგენტოდან ოფიციალურად გამოითხოვა.

როგორც საპენსიო სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული, 2019 წლის ივნისში საინვესტიციო საბჭოს წევრების დანიშვნის შემდგომ, ჯამში, საინვესტიციო საბჭოს 7 სხდომა ჩატარდა და მათგან სამი სხდომა გაიმართა
საქართველოში, ხოლო დანარჩენი - დისტანციურად, ვიდეო კონფერენციის საშუალებით.

„2020 წლის 20 მარტის მდგომარეობით, საინვესტიციო საბჭოს სხდომებთან დაკავშირებულმა ხარჯებმა შეადგინა 54,267 ლარი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით“, - ნათქვამია სააგენტოს პასუხში.

ცნობისთვის: საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს მორიგი სხდომა მომავალ კვირას დისტანციურად გაიმართება. აღსანიშნავია, რომ 5-წევრიანი საბჭო ერთადერთმა ქართველმა წევრმა დავით წიკლაურმა დატოვა. ის „ლიბერთი ბანკში“ ფინანსური დირექტორის პოზიციაზე დაინშნა.

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს ოლივიე რუსო უძღვება. მისი წევრები კი არიან - ჟან-ფრედერიკ პოლსენი (როგორც ცნობილია, პოლსენი საქართველოში ცხოვრობს); ტიმო ვიჰერკენტა და მაიკლ რიდლი. საინვესტიციო საბჭოს წევრები საკუთარი უფლება-მოვალეობების შესრულებას 2019 წლის ივნისში შეუდგნენ. აღსანიშნავია, რომ საბჭოს სრულყოფილი საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი ამ დრომდე არ შეუმუშავებია. bm.ge-ის ინფორმაციით, ის საბჭომ მოამზადა და მიმდინარე წლის თებერვალში დრაფტი ეროვნულ ბანკში განსახილველად გადაგზავნა, რადგან ამას კანონი ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები