მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საპენსიო სააგენტოს საქმიანობა დამზოგველთა ინტერესების დასაცავად იქნება მიმართული- გია მორჩილაძე;

საპენსიო სააგენტოს მმართველობითი საბჭოს საქმიანობა მიმართული იქნება, რომ საპენსიო ფონდის დამზოგველთა ინტერესები მაქსიმალურად დაცული იყოს - ამის შესახებ “საქმის კურსთან” საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს ახლადარჩეულმა წევრმა, გია მორჩილაძემ განაცხადა. გია მორჩილაძე, რომელიც ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანიის, Foresight Investment Group-ის დირექტორია, ამბობს, რომ საბჭო დამოუკიდებელი იქნება და ყველა საინვესტიციო გადაწყვეტილება მხოლოდ მონაწილეთა ინტერესების სასარგებლოდ იქნება მიღებული. გია მორჩილაძე ასევე აცხადებს, რომ საბჭოში მისი არჩევით ინტერესთა კონფლიქტი არ იქნება, რადგან კანონის თანახმად, მმართველობითი საბჭოს წევრებთან დაკავშირებულ კომპანიებს საპენსიო დანაზოგებთან შეხება ვერ ექნებათ. ცნობისთვის, საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭო 9 წევრით უკვე დაკომპლექტდა. შესარჩევი კონკურსის შედეგად 8 კანდიდატი შეირჩა, მათ შორის სამი უცხოელი და 5 ქართველია, მეცხრე თანამდებობრივი წევრი კი ეკონომიკის სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარების და და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გიორგი გურგენიძეა;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები