დღეიდან საპენსიო სააგენტოს ვებ-გვერდი სატესტო რეჟიმში ამოქმედდება.
ვებ-გვერდის მისამართია: www.pensions.ge.
“საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა მხოლოდ სატესტო რეჟიმში გაეშვება. დეკემბრში ძირითადად მის ტესტირებას მოვახდენთ. ხოლო "წარმოებაში" კი, ახალი წლიდან გავუშვებთ. რაც შეეხება ჩვენს ვებ-გვერდს, ის დამუშავების სტადიაშია და სავარაუდოდ, ერთ კვირაში დავდებთ ჩვენს დომეინზე”, - აცხადებს საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძე Bm.ge -თან საუბარში.
საიტის სარგებლობისთვის ავტორიზაციის გავლა იქნება საჭირო.
მისივე თქმით, ხვალიდან სააგენტო რეგიონალურ ტურნეს იწყებს, რომლის ფარგლებშიც საინფორმაციო ხასიათი შეხედრები გორში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, რუსთავსა და თელავში გაიმართება.
შეგახსენებთ, მთავრობა 2019 წლის პირველი იანვრიდან ქვეყანაში ნაწილობრივ სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდება.