საპენსიო სააგენტოს ვებ-გვერდი www.pensions.ge 2 დღეში ამოქმედდება, - ამის შესახებ bm.ge-ის საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან სურგულაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ყველა საჭირო ინფორმაცია, რომელიც ბიზნესს და არა მხოლოდ მათ აინტერესებთ, ამ ვებ-გვერდზე მოიყრის თავს.
სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებითვე, მზადების პროცესშია საპენსიო რეფორმის შესახებ კლიპი და ისიც და 3-4 დღეში ჩაეშევება.
ლევან სურგულაძე bm.ge-თან ამბობს, რომ სააგენტომ რამდენიმე ქალაქში, მათ შორის გორში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, რუსთავსა და თელავში რეგიონალური ტურნეც მოაწყო და საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები გამართა.
დღესაც, თბილისში სასტუმრო „იოტაში“ საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძე და სააგენტოს წარმომადგენლები დაგროვებითი პენსიის შესახებ ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებს ხვდებიან.
შეგახსენებთ, 2019 წლის პირველი იანვრიდან ქვეყანაში კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემა უნდა ამოქმედდეს.