მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საპენსიო სააგენტოში ლევან სურგულაძის გადადგომას ვერ ადასტურებენ და ამბობენ, რომ ის განცხადებას სავარაუდოდ ორშაბათს გააკეთებს

5debb947b0577
შოთა ტყეშელაშვილი
07.12.19 18:33
1543
BMG-ის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან სურგულაძე თანამდებობას ტოვებს. გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საპენსიო სააგენტოს პრესსამსახურში ამბობენ, რომ მას ვერც დაადასტურებენ და ვერც უარყოფენ, მათი თქმით, ლევან სურგულაძე თბილისში არ იმყოფება და ის დამატებით კომენტარს სავარაუდოდ ორშაბათს გააკეთებს. 

არსებული ინფორმაციით, მის მიერ სააგენტოს დატოვების შესახებ განცხადება უახლოეს მომავალში გაკეთდება. 

ლევან სურგულაძე თანამდებობას 2018 წლის 17 სექტემბრიდან იკავებდა. ამ დროისთვის უცნობია სურგულაძის გადაწყვეტილების მიზეზი, ასევე უცნობია, ვინ შეცვლის მას საპენსიო ფონდის სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტზე. 

2019 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით, საპენსიო სააგენტოს ფონდის ზომა 455.3 მილიონ ლარს შეადგენს. 

საქართველოში დაგროვებითი საპენსიო რეფორმა 2019 წლის პირველ იანვარს ამოქმედდა. მის ფარგლებში 40 წლამდე ასაკის დასაქმებული პირები სავალდებულო წესით საკუთარი ხელფასის ნაწილს საპენსიო ფონდში ზოგავენ, 40 წელზე უფროსებისთვის კი სისტემიდან გამოსვლა ნებაყოფლობითი იყო. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები