მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო სააგენტოში უფროსი საინვესტიციო ოფიცრის მოადგილე დაინიშნა

5eb0682ddbee9
თამთა ჯიჯავაძე
04.05.20 23:06
1820
საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცრის მოადგილის თანამდებობაზე ლევან ვერძეული დაინიშნა.

„მოხარული ვარ, რომ შევუერთდი საპენსიო სააგენტოს გუნდს და შესაძლებლობა მაქვს, აქტივების მართვის მიმართულებით ჩემი ცოდნით და გამოცდილებით წვლილი შევიტანო საპენსიო რეფორმის წარმატებაში. დარწმუნებული ვარ, რომ საინვესტიციო სამსახურის გუნდი გადადგამს ყველა ნაბიჯს საპენსიო სქემის მონაწილეთა ინტერესების გათვალისწინებით და იქნება მათთვის კიდევ უფრო მეტი სარგებლის მომტანი“ – აცხადებს ლევან ვერძეული.

როგორც საპენსიო სააგენტოს ვებგვერდზე წერია, ლევან ვერძეულს აქვს ფინანსურ სექტორში მუშაობის 12-წლიანი გამოცდილება, ამასთან 11-წლიანი გამოცდილება აქტივების მართვის მიმართულებით.

2019 წლის თებერვლიდან მუშაობდა „თიბისი კაპიტალის“ მთავარი ბროკერის პოზიციაზე, სადაც უძღვებოდა საბროკერო მიმართულებას და ამავდროულად აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა ევრობონდების განთავსებაში.

2008-2019 წლებში მუშაობდა საქართველოს ეროვნულ ბანკში, საერთაშორისო რეზერვების მართვის განყოფილებაში, პორტფელის მენეჯერის თანამდებობაზე. მისი უშუალო ხელმძღვანელობით დაინერგა საერთაშორისო რეზერვების მართვის პროცესში კომპლექსური დერივატივების გამოყენება. საქართველოს ეროვნულ ბანკში მუშაობის დროს ლევანი მონაწილეობას იღებდა კაპიტალის ბაზრის განვითარების სხვადასხვა პროექტში, მათ შორის კაპიტალის ბაზრების განვითარების ანალიზის და სტრატეგიის მომზადებაში და დერივატივების კანონმდებლობის დოკუმენტის შემუშავებაში.

2013-2019 წლებში კითხულობდა ლექციებს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში რაოდენობრივი ფინანსების და პორთფელის მენეჯმენტში.

მანბაკალავრის ხარისხი მიიღო ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (2010), ხოლო ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი საქართველოს უნივერსიტეტში (2013);

ლევან ვერძეულს სხვადასხვა დროს კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გავლილი აქვს ისეთი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების კურსები საქართველოში და საზღვარგარეთ, როგორიცაა მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები