მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საპენსიო სააგენტოსთვის დამოუკიდებელი აუდიტორის კონკურსში EY-მა გაიმარჯვა

5c9cc2ddbd931
BM.GE
28.03.19 16:48
825
საქართველოს პარლამენტმა საპენსიო სააგენტოს 2018 წლის ანგარიშგების აუდიტის განხორციელებისთვის დამოუკიდებელი აუდიტორი შეარჩია.

საკონკურსო კომისიამ, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე ხელმძღვანელობდა, დღეს კონკურსში მონაწილეთა ფინანსური წინადადებები განიხილა და გამარჯვებული - საერთაშორისო აუდიტორული კომპანია “Ernst & Young”- გამოავლინა.

„ახლადშექმნილი საპენსიო სააგენტოსთვის დამოუკიდებელი აუდიტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას მსოფლიოს ოთხი უმსხვილესი აუდიტორული კომპანია, ე.წ. „დიდი ოთხეული“ - Ernst & Young, PricewaterhouseCoopers, Deloitte Touche - Tohmatsu და KPMG იღებდა. გაიმარჯვა “Ernst & Young”-მა, რომელსაც პარლამენტს დასამტკიცებლად მომდევნო სესიაზე წარვუდგენთ“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები