პარლამენტში ინტერპელაციის წესით ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნათია თურნავას უსმენენ. საქმე ეხება"ლიბერთის ბანკის" მარეგულირებელ ჩარჩოს და პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ გაგზავნილ კითხვებს ამ თემაზე. ნათია თურნავას პარლამენტში მისვლას წინ უძღოდა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრა, სადაც გადაწყდა, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება. გუშინდელი შეხვედრის მონაწილეები საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა და „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი ბექა გოგიჩაიშვილი იყვნენ. რა განცხადებები გაკეთდა დღეს საკანონმდებლო ორგანოში?