საპენსიო შენატანების ფონდში გადარიცხვის წესი, ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა შეიცვალოს. ამის შესახებ საპენსიო ფონდის ხელმძღვანელმა ლევან სურგულაძე გადაცემაში ,,საქმიანი დილა“ განაცხადა.
სურგულაძე ადასტურებს იმას, რომ ფირმებსა და კომპანიებს, რომლებიც მოკლევადიან შრომით ხელშეკრულებებს ხშირად აფორმებენ, მდგომარეობა გაურთულდათ.
,,თუ კომპანიამ ადამიანი დაიქირავა, აქვს შრომითი ხელშეკრულება მასთან და ასე უხდის ფულს, ეს ფული ექვემდებარება საპენსიო შენატანის განხორციელებას. კომპანიებს, რომლებსაც მოკლევადიან პერიოდით ხშირად უწევთ დაქირავება, მათთვის ცოტა გართულდა თემა, რადგან კანონის მიხედვით, ყოველდღიურად უნდა მოახდინონ დეკლარირება. ამიტომ, არის მოსაზრება, რომ ეს პროცესი ცოტა გავამარტივოთ. ეს საკითხი ნამდვილად იხილება“-განაცხადა სურგულაძემ.

























