1 ივნისიდან საპენსიო სააგენტოს კომპანიების შემოწმების და დაჯარიმების უფლება მიეცა. კომპანიებს გარკვეული გარდამავალი პერიოდი მიეცემათ, იმისთვის რომ არასრულად გადახდილი საპენსიო შენატანები დაფარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდებიან. როგორც საპენსიო სააგენტოში აცხადებენ, ათასობით კომპანიაა, რომელიც საპენსიო შენატანებს დასაქმებულის სასარგებლოდ არასრულად რიცხავს. პარალელურად ამისა, პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის განხილვა გრძელდება, რომლის მიხედვითაც საპენსიო სააგენტოს მანდატი ფართოვდება და იზრდება ლიმიტები, რომლითაც საპენსიო ფონდი მსხვილი პროექტების დაფინანსებას შეძლებს.