„საპენსიო სისტემის რეფორმის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულების“ კვლევის შედეგად გამოიკეთა, რომ გამოკითხული მოსახლეობის 86%-ს არსებული საბაზო პენსიის ოდენობა საკმარისად არ მიაჩია. იდენტურია რესპონდენტთა დამოკიდებულება სხვადასხვა კატეგორიების შშმ პირთა არსებული პენსიების ოდენობის მიმართ. კვლევა აჩვენებს, რომ მოსახლეობას პენსიის ოდენობა არ აკმაყოფილებს და მიაჩნია, რომ საპენსიო სისტემა ძირეულ ცვლილებებს საჭიროებს.
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა (54.2%) თვლის, რომ დღესდღეობით არსებული საპენსიო სისტემა ძირეულ ცვლილებებს საჭიროებს. ხოლო მნიშვნელოვანი ნაწილი (41.1%) საპენსიო სისტემის „გარკვეულ ცვლილებებს“ უჭერს მხარს. არსებული საპენსიო სისტემის შენარჩუნებას პრაქტიკულად არ აქვს მხარდაჭერა (1%)

























