მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საპენსიო სქემაში გაწევრიანებულია 1 250 000 მოქალაქე, ფონდის ზომა ₾2.096 მილიარდია

620cc7e88654b
ინგა მურუსიძე
16.02.22 13:45
1037
საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, 15 თებერვლის მდგომარეობით, მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.096 მილიარდი ლარია, აქედან საინვესტიციო საქმიანობის შედეგად დარიცხული სარგებელი 292 მილიონი ლარია.

ამასთან, მიმდინარე წლიური მომგებიანობა 11.6%, ხოლო ფონდის გაშვების დღიდან მომგებიანობა 33%-ს შეადგენს.

პორტფელის 36% ცვალებად საპროცენტო განაკვეთში (მიმდინარე სარგებლიანი ანგარიშები), ხოლო 64% ფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთში (სადეპოზიტო სერთიფიკატები) 100%-ით ლარში, 9 კომერციულ ბანკშია განთავსებული.

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა ოდენობა შეადგენს 1 მილიონ 250 ათას მონაწილეს. დაგროვებითი პენსიით კი, ამ დროისთვის 1,524-მა ადამიანმა ისარგებლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები