მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპნის იმპორტი $16 მილიონამდე გაიზარდა - საიდან შემოგვაქვს?

საპონი

მიმდინარე წლის 5 თვეში საქართველომ 16.2 მლნ დოლარის საპონი იყიდა. იმპორტი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 13%-ით არის გაზრდილი.

ოფიციალური სტატისტიკით, იანვარ-მაისში მთავარი საიმპორტო ბაზარი თურქეთი იყო:

  • თურქეთი - 6.7 მლნ დოლარი;
  • საფრანგეთი - 2.7 მლნ დოლარი;
  • რუსეთი - 1.2 მლნ დოლარი;
  • ჩეხეთი - 728.6 ათასი დოლარი;
  • ესპანეთი - 641.8 ათასი დოლარი.

შედარებით მცირეა იმპორტი აშშ-დან, გერმანიიდან, პოლონეთიდან, იტალიიდან, გაერთიანებული სამეფოდან და ა.შ.

რაც შეეხება ექსპორტს, წელს სულ 1.5 მლნ დოლარის საპონი გავიდა. ადგილობრივი ექსპორტი მცირეა და 395.7 ათას დოლარს შეადგენს. შედარებისთვის, გასულ წელს, 5 თვეში ჯამური ექსპორტი 1.3 მლნ დოლარი იყო, ხოლო ადგილობრივი - 587.1 ათასი დოლარი.

2026 წლის იანვარ-მაისში TOP 5 საექსპორტო ბაზარი შემდეგია:

  • სომხეთი - 430.9 ათასი დოლარი;
  • ჰონკონგი - 293.5 ათასი დოლარი;
  • რუსეთი - 233.2 ათასი დოლარი;
  • ნიდერლანდები - 126.4 ათასი დოლარი;
  • აზერბაიჯანი - 104.9 ათასი დოლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები