მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპოლიციო გამოსახლება ბრუნდება? - იუსტიციის სამინისტროს ახალი ინიციატივა

BM.GE
17.05.23 11:14
719
აღსრულების ეროვნული ბიურო ახალ ინიციატივაზე მუშაობს, რომელმაც მესაკუთრეები უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ფინანსურ ოპერაციებში სახელშეკრულებო რისკებისგან უნდა დაიცვას. იდეა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ეკუთვნის, იურიდიულ და ფიზიკურ პირებს აღსრულების ეროვნულ ბიუროში სასყიდლიანი ხელშეკრულების, მათ შორის იჯარისა და ქირავნობის ხელშეკრულების რეგისტრაციის შესაძლებლობას მისცემს. 

მაგალითად, მხარეებს შეუძლიათ ქირავნობის ხელშეკრულებაში ჩაწერონ, რომ მესაკუთრეს საშუალება ექნება, დამქირავებლის მიერ პირობების დარღვევის შემთხვევაში მიმართოს აღსრულების ბიუროს და მისგან დაჩქარებული წესით მიიღოს აღსრულების სერვისი. როგორც ცნობილია, საკუთრებიდან საპოლიციო გამოსახლება 2015 წლიდან აღარ არსებობს, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუ პირმა, რომელმაც ბინა იქირავა და თანხას ვერ ან არ იხდის, გამქირავებელმა პოლიციის ნაცვლად სასამართლოს უნდა მიმართოს. რა პრობლემა შექმნა საპოლიციო გამოსახლების გაუქმებამ და რას შეცვლის იუსტიციის სამინისტროს ახალი ინიციატივა?

სტუმარი: გია ფოლადიშვილი - იურისტი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები