პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომელიც საპორტო ქალაქებში საკონტეინერო მოსაკრებლის დაწესებას ითვალისწინებს. საკონტეინერო მოსაკრებელი იმ პირებზე გავრცელდება, რომელთა სარგებლობაში ან საკუთრებაში იქნება საზღვაო ნავსადგურში გადამუშავებული კონტეინერი. რატომ ითხოვენ კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღებას ინიციატორები და რა არის მოსაკრებლის ის მაქსიმალური მოცულობა, რომელიც კანონის მიღების შემთხვევაში დაწესდება?