თხის რძე, ჭარხალი, ნახშირი, ენდრო, კოსმეტიკური თიხა - ეს იმ პროდუქტების მცირედი ჩამონათვალია, რომელსაც „საპოვნელა“ თავის მოვლის საშუალებების შესაქმნელად იყენებს. „საპოვნელა“ ლეჩხუმში შექმნილი კოოპერატივის ტიპის თხის ფერმის პარალელურად განვითარდა. ბრენდის დამფუძნებელი, სწორედ ამ ფერმის ერთ-ერთი მეპაიეა. როგორც რუსუდან კბილაშვილი ამბობს, პროექტზე მუშაობისას, იდეა მსოფლიოში განვითარებული ფერმების შესახებ მიღებულმა ინფორმაციამ გაუჩინა.