მსოფლიოს ნომერ პირველი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებამდე არასრული ორი თვე არის დარჩენილი და მანამ სანამ ამერიკას, ახალი, 47-ე პრეზიდენტი ეყოლება, გახშირდა ეკონომიკისა თუ ფინანსისტების დისკუსიები იმის შესახებ, თუ რა გავლენას მოახდენს არჩევნები და პოსტსაარჩევნო მდგომარეობა ფინანსურ ბარებზე, საინვესტიციო კლიმატსა თუ ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკაზე. როგორია სპეციალისტებისგან ამ ყოველივეს შესახებ წინასწარი შეფასებები?