„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მნიშვნელოვან მოვლენებს აქვეყნებს
09:42 - ბოლნისის #23 ოლქის #20 უბანზე მარკირების შემოწმება არ ხდებოდა ჯეროვნად, უბანზე შემოდიოდა გარეშე პირები. დაიწერა საჩივარი.
09:41- გურჯაანის #12 ოლქის #45 უბანზე კომისიის წევრი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი გააძევეს უბნიდან. გაძევების მიზეზად აღნიშნული წევრის მიერ ფოტო-ვიდეო გადაღების ფაქტი დასახელდა, თუმცა ჩვენი დამკვირვებლის აზრით, წესები არ დარღვეულა. დაიწერა საჩივარი.
08:44 - მარნეულის #22 ოლქის #11 უბანზე დროულად არ მივიდა კომისიის მდივანი, რის გამოც თავმჯდომარემ უბანი ვერ გახსნა 8:30-მდე. თავმჯდომარემ აღნიშნულთან დაკავშირებით არ მიიღო შესაბამისი ზომები, დაიწერა საჩივარი.
08:40 - დიდუბის #8 ოლქის #24 უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი „ერთსულოვნება საზოგადოებრივი უფლებებისთვის“ ორგანიზაციის დამკვირვებელს ნებას რთავდა ჩაეხედა ამომრჩევლის პირადობაში და შიგადაშიგ კარნახობდა სახელს და გვარს. დაიწერა საჩივარი.
08:25 - ყვარლის #16 ოლქის #4 უბნის კომისიის წევრებმა კომისიის თავმჯდომარის თანხმობით წილისყრის პროცედურების დროს თვითნებურად შეცვალეს მინიჭებული ფუნქციები. დაიწერა საჩივარი.
08:23 - მარნეულის #22 ოლქის #49 უბანზე თავმჯდომარემ ორ კომისიის წევრს წილისყრაში არ მიაღებინა მონაწილეობა რადგან ქალები იყვნენ და მიზანშეწონილი არ იყო გაყოლოდნენ გადასატან ყუთს. დაიწერა საჩივარი.
08:00 – ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები გახსნილია.
07:15 - ჩვენ რამოდენიმე დამკვირვებელს არ უშვებენ უბნებზე ვადაგასული სამკერდე ნიშნის გამო.