ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 518 877-ს შეადგენს.
ცესკო-ს ცნობითვე, 3 518 877 ამომრჩეველში საზღვარგარეთ არჩევნებისთვის რეგისტრირებული პირები, მათ შორის 14 795 საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საზღვარგარეთ მისამართზე რეგისტრირებული მოქალაქეც შედის.
„საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმების გამარტივების მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩევლებს არაერთი სერვისი შესთავაზა ამ არჩევნებისთვის, რომლითაც საერთო ჯამში ამომრჩევლებმა მილიონზე (1 182 031) მეტჯერ გადაამოწმეს სიაში მონაცემები. ამომრჩეველთა სიები დაბეჭდილია და მათი საჯარო ვერსიები უკვე გამოკრულია საუბნო საარჩევნო კომისიებში“, - აცხადებენ ცესკოში.
საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის 25 კანდიდატი მონაწილეობს.
საქართველოს მოქალაქეები დღეს პირდაპირი წესით ბოლოჯერ და 6 წლის ვადით აირჩევენ პრეზიდენტს.