მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საპრეზიდენტო კანდიდატების ქონებრივი დეკლარაციები

5b68580085cd4
BM.GE
06.08.18 18:14
3094
სალომე ზურაბიშვილი - დამოუკიდებელი კანდიდატი

სალომე ზურაბიშვილმა ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2018 წლის იანვარში განაახლა. ამ პერიოდისთვის, მის ბალანსზე თბილისში ერთი საცხოვრებელი სახლი, ასევე 235 კვ.მ მიწის ნაკვეთი და ბინა ირიცხება პარიზში. ამ უკანასკნელის ღირებულება 150 000 ევროა.

სალომე ზურაბიშვილს 17 000 დოლარად შეფასებული ავტომობილი - Hyundai 2012 ჰყავს, რომელიც მან 2016 წელს შეიძინა.

ამასთან, ის არის აქციების მფლობელიც. კერძოდ, ზურაბიშვილი ფლობს საქართველოს ბანკის 35 აქციას, რომელიც მან მემკვიდრეობით მიიღო - ღირებულებით 1244,95 ფუნტი.

მემკვიდრეობით მიიღო ზურაბიშვილმა თელიანის 1212 აქციაც, თითოს ღირებულება კი 0,17 ლარს შეადგენს.

ზურაბიშვილს საქართველოს ბანკის ანაბარზე 50000 დოლარი აქვს განთავსებული, ასევე მას ანგარიში აქვს CIC Banque transatlantique Paris-ზე, სადაც 7400 ევრო უფიქსირდება.


დავით ბაქრაძე - ევროპული საქართველო


დავით ბაქრაძის კუთვნილებაშია საცხოვრებელი ბინა და ავტოფარეხი თბილისში, ასევე 1751 კვ.მ მიწის ნაკვეთი საგურამოში.

ბაქრაძეს თიბისი ბანკში 13414 დოლარის ანაბარი აქვს, 14821 დოლარის დეპოზიტი საქართველოს ბანკში და 1770 ლარიანი საკრედიტო ანგარიში საქართველოს ბანკში. დეკლარაციის მიხედვით, მას აქვს 15000 ლარის და 19000 დოლარის დანაზოგი.

ბაქრაძემ 6000 დოლარად კრიპტოვალუტა შეიძინა და მისი გაყიდვით კი 26000 დოლარის შემოსავალი მიიღო.

გრიგოლ ვაშაძე - 10 ოპოზიციური პარტიის გაერთიანება "სამოქალაქო მოძრაობა - ძალა ერთობაშია"

გრიგოლ ვაშაძემ ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2012 წელს შეავსო. მაშინ მისი მეუღლის ნინო ანანიაშვილის სახელზე ირიცხებოდა საცხოვრებელი სახლი და ბინა თბილისში, მიწის ნაკვეთი წინანდალში და ბინა მოსკოვში. ასევე, მსუბუქი ავტომობილები Toyota RAV4 და Toyota Landcruiser.





გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები