საარჩევნო სუბიექტის მიერ არჩევნების პირველი ტურის დროს, 1 აგვისტოდან - 28 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში 16,299,394 ლარის შემოსავალია მიღებული. აუდიტის სამსახურის მონაცემებით, შემოსავლები შემდეგნაირად ნაწილდება
პირველი ტურის შემდგომ პერიოდში (29 ოქტომბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით) მეორე ტურში გადასულმა საარჩევნო სუბიექტებმა ჯამში 3,489,303 ლარი მიიღეს შემოწირულების სახით. აქედან, სალომე ზურაბიშვილმა მიიღო დაახლოებით 85% (2,964,704 ლარი), ხოლო „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 15% (524,599 ლარი).
რაც შეეხება ხარჯებს, ჯამში პოლიტიკური პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ 1 აგვისტოდან 28 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში დახარჯულია 13,839,319 ლარი, რაც ძირითადად ნაწილდება სატელევიზიო რეკლამებსა და შრომის ანაზღაურებაზე.