მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საპროცენტო განაკვეთები ხელს უშლის მეწარმეობის მასშტაბურ განვითარებას"

5acf6d689911f
სალომე მეცხვარიშვილი
12.04.18 18:34
1321
"ის საპროცენტო განაკვეთები, რომლებიც არის ჩვენს ეკონომიკაში, ხელს უშლის მეწარმეობის მასშტაბურ განვითარებას ქვეყანაში", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტექნოპარკში განაცხადა, სადაც მან ახალი რეფორმა დააანონსა. ფინანსთა მინისტრის თქმით, სასტარტო კაპიტალის რეფორმა ბენეფიციარებს ფინანსურ რესურსებზე წვდომას გაუიოლებს, რადგანაც ამ მიმართულებით არსებობს პრობლემა.

„აქედან გამომდინარე ჩვენ დავამუშავეთ ეს პროექტი, რომელსაც ეყოლება რამდენიმე ბენეფიციარი ჯგუფი. პირველ ყოვლისა ჩვენ ვგულისხმობთ მცირე მეწარმეებს, ვგულისხმობთ რეგიონულ განვითარებას, ახალგზარდებს, რომლებიც სტარტაპერები არიან და ამასთან ერთად იქნება სპეციალური პროგრამა ჩვენი ემიგრანტებისთვის, რომ ის გამოცდილება და ადამიანური კაპიტალი, რომელიც მათ დააგროვეს საზღვარგარეთ, შესაძლებლობა ჰქონდეთ მოახდინონ ამის საქართველოში რეალიზაცია“,- აცხადებს ფინანსთა მინისტრი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები