გენერალური პროკურორობის კანდიდატად პარლამენტს გენერალური პროკურორის მოქმედი მოადგილე, გიორგი გაბიტაშვილი წარედგინება.
გაბიტაშვილი ამ დრომდე გენპროკურორის მოადგილის პოსტს იკავებდა. მას ამ თანამდებობაზე სულ 11 წელი აქვს გატარებული.
იქამდე კი:
- 2005-2007 წლებში იყო სტაჟიორი თბილისისა და მცხეთის პროკურატურებში;
- 2007-2010 წლებში - ხელმძღვანელობდა შსს-ს ჩატარებულ გამოძიებებს ზედამხედველი პროკურორი;
- 2010-2011 წლებში გორის რაიონული პროკურორი;
- 2011-2013 წლებში - ხელმძღვანელობდა შსს-ს ჩატარებულ გამოძიებებს ზედამხედველი პროკურორის რანგში.