მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საპროტესტო აქციამ "ქართული ოცნების" ოფისთან გადაინაცვლა

5d0e977230deb
დავით ჯალაღონია
23.06.19 01:01
1680
რუსთაველის გამზირიდან აქციის მონაწილეებმა "ქართული ოცნების" ოფისთან გადაინაცვლეს. პარტიის ოფისის გარშემო სამართალდამცველები დგანან.

რუსთაველის გამზირზე აქცია ხვალ, 19:00 საათზე განახლდება.

შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების გატარებასა და 20 ივნისის ღამეს, აქციის დაშლის დროს დაკავებული მომიტინგეების გათავისუფლებას მოითხოვენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები