მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საპროტესტო აქციის დროს დაკავებული ექვსივე პირი გაათავისუფლეს

5ca2f2d308506
BM.GE
02.04.19 09:26
595
ჭავჭავაძის გამზირზე გამართულის აქციის დროს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დაკავებული 6-ივე პირი გაათავისუფლეს, მათ შორის კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე და მოძრაობა "თეთრი ხმაურის" წევრი დავით სუბელიანი.

როგორც ვახუშტი მენაბდემ პოლიციის განყოფილებიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, საპროტესტო აქციები შრომითი უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით სამომავლოდაც გაგრძელდება.

ამასთან, მისი თქმით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე სასამართლო სხდომა გაიმართება, თუმცა როდის, მისთვის უცნობია.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანები ყოველდღიურად იხოცებიან სამსახურში.ეს ხდება იმიტომ, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია ნება დაიცვას ისინი და უზრუნველყოს მათი ღირსეული უსაფრთხო შრომის პირობები. ჩვენ ამას ვაპროტესტებთ და სახელმწიფოსგან ვითხოვთ, რომ აიღოს სოციალური პასუხისმგებლობა და არ ითვალოს მსხვერპლის სტატისტიკა. ამ ქვეყანაში ყველას აქვს უფლება, გამოხატოს საკუთარი პასუხისმგებლობა. ჩვენ ამას გავაგრძელებთ, თუნდაც ამისთვის დაგვჭირდეს ყველა იმ პროცედურის გავლა, რაც გავიარეთ", - განაცხადა მენაbდემ.

წყარო: IPN

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები