მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საპროტესტო აქციების ფონზე, სერბეთის პრემიერ-მინისტრი გადადგა

სერბეთის პრემიერი

სერბეთის პრემიერ-მინისტრი მილოშ ვუჩევიჩი გადადგა. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი პოზიციას დღესვე დატოვებს.

სერბეთში მოქალაქეთა მასობრივი საპროტესტო აქციები მას შემდეგ იმართება, რაც ქვეყნის რიგით მეორე უდიდეს ქალაქში, ნოვი-სადში რკინიგზის სადგურის ჭერი ჩამოინგრა და 15 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ბელგრადში გამართულ საპროტესტო აქციებს სტუდენტები, მასწავლებლები და სხვადასხვა სფეროს ათასობით წარმომადგენელი უერთდებიან. პროტესტის მონაწილეები ნოვი-სადში მომხდარ შემთხვევაზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებენ და პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის კორუფციაში ადანაშაულებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები