მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპროტესტო აქციების შემდეგ, Barclays-მა წიაღისეული საწვავის სექტორში ინვესტიციებზე უარი თქვა

barclays

გასულ კვირას ბრიტანულ საბანკო-საფინანსო კომპანია Barclays-სთან გარემოსდაცვითმა და ომის საწინააღმდეგო ჯგუფებმა საპროტესტო დემონსტრაციები გამართეს. ორგანიზაცია Extinction Rebellion-ის წევრების კამპანია ბანკის მიერ წიაღისეული საწვავის სექტორში ჩადებული ინვესტიციების საწინააღმდეგოდ ხორციელდება. პროტესტამდე ერთი დღით ადრე, Barclays-მა განაცხადა, რომ ნავთობისა და გაზის ახალ პროექტებს აღარ დააფინანსებდა.

ბანკის მდგრადი განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლაურა ბარლოუ, კლიმატის ცვლილებას კომპლექსურ გამოწვევად აფასებს. მისი თქმით, Barclays-ი დეკარბონიზაციისა და ენერგოუსაფრთხოების მიღწევის გზაზე ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებს კვლავ დაეხმარება. გარდა ამისა, ბარლოუ აღნიშნავს, რომ ბანკის კაპიტალი და რესურსები ამიერიდან იმ კომპანიების გაძლიერებას მიემართება, რომლებიც მწვანე ენერგიაზე ტრანზიციაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ.

Extinction Rebellion-ის წარმომადგენელი კი საპასუხოდ აცხადებს, რომ მიუხედავად ბანკის მიერ გაღებული დათმობებისა, მათზე წნეხის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, ვიდრე Barclays-ი საკუთარ სტრატეგიას კიდევ უფრო არ გააუმჯობესებს.

გარდა ამისა, აქტივისტთა ჯგუფი ღაზას სექტორში იარაღით ვაჭრობაში ბანკის სავარაუდო კავშირებსაც აპროტესტებს. კერძოდ, აქტივისტთა განცხადებით, Barclays-ი ინვესტიციებს იარაღის მწარმოებელ თავდაცვის კომპანიებში დებს, რომელთა პროდუქტსაც სამოქალაქო საზოგადოება ეწირება. თავად ბანკი კი აცხადებს, რომ თავდაცვის კომპანიებში ინვესტიციის პოლიტიკა გამჭვირვალეა და ცალსახად ჩანს, ვის ან რას უჭერენ მხარს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები