საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან მელიქიშვილის გამზირზე გადაინაცვლეს.
ადგილზე არიან პოლიტიკოსებიც.
"გამოდით! გამოდით!" - მოუწოდებენ დემონსტრანტები თანამოქალაქეებს.
სპეცრაზმი კი რჩება რესპუბლიკის მოედანზე. საპოლიციო ძალებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენეს წყლის ჭავლი და ე.წ. გაზის კაფსულები.
უკვე მეოთხე დღეა, სპეცრაზმი ძალის გამოყენებით შლის მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს, რომლებიც აპროტესტებენ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე უარი თქვან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებაზე.