საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა გიორგი ცაგარეიშვილისთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელა.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა სხდომაზე განაცხადა, გიორგი ცაგარეიშვილი საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, რამდენადაც ეს თანამდებობა შეუთავსებელია პარლამენტის წევრის სტატუსთან დღის წესრიგში დადგა მისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს, რომელსაც პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.