საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ირაკლი ბერაიას ადგილმონაცვლის ლევან მაჭავარიანის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხი განიხილა.
კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან მიღებული შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე მიზანშეწონილია, რომ პარლამენტმა ცნოს ლევან მაჭავარიანის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.
აღნიშნულ საკითხს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე უყრის კენჭს.