მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქაერონავიგაციამ" ფოთში ახალი მეტეო რადიოლოკატორი დაამონტაჟა

5c926b6bc1b98
თამუნა ქემერტელიძე
20.03.19 20:33
607
ხვალ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაცია” ფოთში ახალ მეტეორადიოლოკატორს გახსნის.

გახსნას ეკონომკის მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი დაესწრება.

ფოთში ამერიკული წარმოების მეტეორადიოლოკატორის დამონტაჟებით, შპს “საქაერონავიგაციამ” წინასწარი გაფრთხილების საავიაციო მეტეოროლოგიური სისტემის შექმნის პროექტი დაასრულა.

„საუკეთესო ამერიკული სისტემის დანერგვის შემდეგ, საქართველოში, მსოფლიო მასშტაბით, საუკეთესო წინასწარი მეტეო გაფრთხილების სისტემა იფუნქციონირებს. ახალი სისტემა საქაერონავიგაციას მისცემს შესაძლებლოას, მუდმივ რეჟიმში მოახდინოს საჰაერო საინფორმაციო სივრცის სკანირება, ფრენებისთვის საშიში მეტეოროლოგიური მოვლენების აღმოჩენა და დროული სიგნალის გადაცემა საფრენოსნო ხომალდებისთვის, რაც კიდევ უფრო მეტად მოქნილს და ეფექტურს გახდის საჰაერო მოძრაობის მართვას საქართველოს საჰაერო სივრცეში“, - აცხადებენ “საქაერონავიგაციაში“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები