მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქალაქო სასამართლომ ანატოლი გიგაურს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა

ანატოლი გიგაური

თბილისის საქალაქო სასამართლომ ანატოლი გიგაურს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ ბრალდება „პოლიციელზე თავდასხმის“ მუხლიდან (რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს) გადაუკვალიფიცირა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით – პოლიციის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევა, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით.

კანონის თანახმად, აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 6 წლამდე.

ადვოკატმა სხდომის დაწყებამდე თქვა, რომ გამამართლებელი განაჩენის გარდა, სხვა ნებისმიერი გადაწყვეტილება ზედა ინსტანციაში გასაჩივრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები