მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქალაქო სასამართლოში ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის განხილვა დღეს, 16:00 საათზე გაიმართება

5d3aba28a8a40
BM.GE
26.07.19 12:29
1161
საქალაქო სასამართლოში ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის განხილვა დღეს, 16:00 საათზე გაიმართება. ამის შესახებ bm.ge-ის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, საქმის მოსამართლეა ნინო ჩახნაშვილია.

ცნობისთვის: საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით რამდენიმე წუთს წინ მიმართა.

"მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით)", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, გენერალურ პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, რას ითხოვს უწყება აღვკეთის ღონისძიების სახედ - პატიმრობის თუ გირაოს შეფარდებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები