ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მომდევნო წლების განმავლობაში საქართველიში ინტერნეტის ბაზარი უფრო გაიხსნება და დაუახლოვდება ევროპულ რეგულაციებს. ამის შესახებ მან მასშტაბურ ბიზნესფორუმზე Euro DIG 2018-ზე გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
"ბაზრის გახსნილობასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ვალდებულება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში. ბაზარი აუცილებლად გაიხსნება იმ თანმიმდევრობით რაც გაგვაჩნია. საუბარია დაშვების წერტილების გახსნაზე. თვითონ ბაზარი გახსნილია და დღესაც შეუძლია ნებისმიერ კომპანიას შემოვიდეს და დაიწყოს საქმიანობა",- აღნიშნა ქუმსიშვილმა.
"ევროპული დიალოგი ინტერნეტმმართველობის საკითხებზე" წელს თბილისში იმართება. ფორუმის ერთ-ერთი ძირითადი მხარდამჭერი და ორგანიზატორია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. მასში მონაწილეობას მიიღებს 600-მდე სტუმარი, მათ შორის ევროკომისარი ციფრული პოლიტიკის მიმართულებით მარია გაბრიელა. ღონისძების ერთ-ერთი სპონსორია Bitfury ჯგუფი.

























