საქართველო, 11 ოქტომბერს საერთაშორისო არქიტექტურულ ფორუმს მასპინძლობს და 1 კვირით ადრე საქმიანი დილაც ამ ამბავს ეხმიანება. 2024 წლის 11 ოქტომბერს, საქართველო მსოფლიო არქიტექტურის რუქაზე მოინიშნება და გახდება იმ ქსელის წევრი, რომელიც არქიტექტორებსა და კონტრაქტორებს ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში 27 წელზე მეტი ხნის განმავლობაში აკავშირებს. SHARE Georgia 2024 წლის პირველი ფორუმი, შექმნილია არქიტექტურისა და სამშენებლო ინდუსტრიის პროფესიონალებისთვის, მათ შორის არქიტექტორებისთვის, ინჟინრებისთვის, ურბანული დამგეგმავებისთვის, კონტრაქტორებისთვის, ფორუმის მიზანია ინოვაციური იდეების გაზიარება და ფართო ქსელის შესაძლებლობების გამოყენება. საერთაშორისო ფორუმის პარტნიორი საქართველოს ბიზნეს ასოციაციაა.
სტუმრები: ლევან ვეფხვაძე - საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი;
გიორგი სულაბერიძე - არქიტექტორი